ფესტივალები თბილისში
  • კლასიკური

პაგანინი, ახალგაზრდა გენიოსი სანთლის შუქზე

პაგანინი, ახალგაზრდა გენიოსი სანთლის შუქზე ფოტო
მოვლენის შესახებ

22 ნოემბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ვირტუოზული მუსიკისა და საინტერესო მისტიფიკატორების სამყაროში სამოგზაუროდ, Silk Factory Studio-ს სცენაზე მრავალი მოციმციმე სანთლის შუქის ფონზე. 

ბრწყინვალე მუსიკოსი თუ დიდი მისტიფიკატორი? ვინ იყო ნიკოლო პაგანინი, რომლის დაბადების დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება? როგორც გამორჩეული მევიოლინე და კომპოზიტორი, იგი აღიარეს მისმა თანამედროვეებმა. დღეს მისი მიღწევების სიას აუცილებლად დაემატებოდა „ეფექტური პერსონალური ბრენდინგი“. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ ვენაში გამართული კონცერტის შემდეგ, მაესტროს იმიტაცია ტოტალური იყო და მუსიკის სფეროს ბევრად სცდებოდა. მოდაში შემოვიდა ხელთათმანები „პაგანინის სტილში“, ვარცხნილობა „პაგანინის სტილში“ და ბილიარდშიც კი  „პაგანინი-ჰიტი“!

კონცერტის პროგრამაში შესრულდება პაგანინის, გრიგის, შოსტაკოვიჩის, რახმანინოვის შედევრები მევიოლინე კონსტანტინე ეროიანის, ჩელისტი გიორგი ნადარეიშვილისა და პიანისტ დავით ქეცბაიას ვირტუოზულ შესრულებაში.

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. იჩქარეთ საუკეთესო ადგილების დასაკავებლად!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • N. Paganini - Cantabile
  • D. Shostakovich - Trio
  • E. Grieg - Trio
  • S. Rachmaninov - Trio

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


20:00
პაგანინი, ახალგაზრდა გენიოსი სანთლის შუქზე
53 — 72 ₾
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike