გეპატიჟებით უნიკალურ ღონისძიებაზე — პაგანინის ფესტივალზე, რომელიც თბილისის გულში გაიმართება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, სრულად შეიგრძნოთ დიდი იტალიელი ვირტუოზი მევიოლინისა და კომპოზიტორის, ნიკოლო პაგანინის შემოქმედება.
ამ შემოდგომის საღამოს, 14 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ სივრცეში — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაში მსოფლიო დონის, დაჯილდოებული მუსიკოსები, მევიოლინე კონსტანტინე გოცირიძე და პიანისტი დავით ქეცბაია წარდგებიან. მრავალი რომანტიკულად მოციმციმე სანთლის შუქზე ისინი პაგანინის, მასნეს, ფრანკისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.
პაგანინის ფესტივალი – დაუვიწყარი კამერული კონცერტია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ახლებურად შეხედოთ დიდი ოსტატის შემოქმედებას. სახელი „პაგანინი” ვიოლინოს ხელოვნების სიმბოლოდ და სინონიმად იქცა, რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
არ გამოტოვოთ ეს ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ და საშუალებას მოგცემთ, განიცადოთ მუსიკის მომხიბლავი სამყარო!
გენიოსი მუსიკოსი თუ დიდი მისტიფიკატორი? ვინ იყო ნიკოლო პაგანინი, რომლის დაბადების დღესაც 27 ოქტომბერს აღნიშნავენ? მისი თანამედროვეები მას გამორჩეულ მევიოლინედ და კომპოზიტორად აღიარებდნენ. დღეს მის მიღწევებს „ეფექტური პირადი ბრენდინგიც“ დაემატებოდა. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ ვენაში გამართული კონცერტის შემდეგ, მაესტროს მიბაძვა ტოტალური იყო და მუსიკის სფეროს ბევრად სცდებოდა. მოდური გახდა „პაგანინის სტილის“ ხელთათმანები, „პაგანინის სტილის“ ვარცხნილობა და ბილიარდშიც კი „პაგანინი-ჰიტი“!
პაგანინის გავლენა სხვა მუსიკოსებზეც ჰიპნოზური იყო. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ მისით, ბაძავდნენ მას, ხოლო მისი ნაწარმოებები მრავალი ავტორის ტრანსკრიფციის საფუძველი გახდა.
ჩაეშვით დიდი ნიკოლო პაგანინის შედევრების მაგიაში! ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. იჩქარეთ, სანამ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- С. Franck - The Sonata in A major for Violin and Piano
- A. Part - Fratres
- N. Paganini - Caprice
- J. Massenet - Meditation
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას