თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ დარბაზში — საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში — უნიკალური კონცერტი გაიმართება. ჩაეშვით სიმყუდროვის, სილამაზისა და შთაგონების ჯადოსნურ სამყაროში რომანტიკული ვალსების კონცერტზე, სადაც ნაწარმოებებს პიანისტი დავით ქეცბაია მრავალი მოციმციმე სანთლის შუქზე ბრწყინვალედ შეასრულებს.
ფრიდერიკ შოპენი, რომანტიზმის ეპოქის თვალსაჩინო ფიგურა, თავისი ნაწარმოებების კონტრასტულობითა და ჰარმონიით მოგხიბლავთ. მის მუსიკას გამოარჩევს ცეცხლოვანი შთაგონება, გამორჩეული ემოციურობა, ელეგანტური ლოგიკა და არისტოკრატიული დახვეწილობა. და, რა თქმა უნდა, დავით ქეცბაია შეასრულებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის ვალსს. ეს შედევრები თეატრალურ ატმოსფეროში გადაგიყვანთ, სადაც შეძლებთ წარმოიდგინოთ, როგორ ასრულებს პრიმა-ბალერინა თავის პარტიას.
ისიამოვნეთ ნიჭიერი პიანისტის ცოცხალი შესრულებით და ჩაიძირეთ ბგერებისა და ემოციების ზღვაში, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ, არ გაუშვათ შანსი, აჩუქოთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს მშვენიერი საღამო — სავსე მუსიკით, სანთლების სითბოთი და რომანტიკული ატმოსფეროთი.
კონცერტის ორგანიზატორია კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც მართავს უნიკალურ კულტურულ ღონისძიებებს ისტორიულ სასახლეებში, სახურავებზე, ორანჟერეებსა და სხვა ყველაზე ატმოსფერულ სივრცეებში საქართველოს, ევროპის, დიდ ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. რეპერტუარში ასევე შედის კონცერტები სანთლის შუქზე და მულტიმედიური კონცერტები ვიდეო-არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- J. Strauss - Waltz
- F. Chopin - Minute waltz
- F. Chopin - Waltz op. 64 no 2
- F. Chopin - Étude Op.10 no 2
- C. Saint-Saëns - Étude en forme de valse
- P. Tchaikovsky - Waltz (december)
- F. Liszt - Valse oubliée
- F. Liszt - The Mephisto Waltz
- F. Liszt - La campanella
- F. Chopin - Grande valse brillante Op. 18
- A. Scriabin - Sonata n. 5
- D. Scarlatti - Two sonatas
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას