კონცერთი თბილისში
  • ნეოკლასიკური

ლუდოვიკო ეინაუდისადმი მიძღვნილი საღამო სანთლის შუქზე

ლუდოვიკო ეინაუდისადმი მიძღვნილი საღამო სანთლის შუქზე ფოტო
მოვლენის შესახებ

მნიშვნელოვანია! ლუდოვიკო ეინაუდი კონცერტში მონაწილეობას არ იღებს.

2 მაისს, თბილისის ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში უნიკალური კონცერტი გაიმართება. საღამოს პროგრამაშია მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ნეოკლასიკოსი კომპოზიტორის, ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკა, რომელსაც პიანისტი დავით ქეცბაია მრავალი სანთლით განათებულ, მყუდრო და დამამშვიდებელ გარემოში შეასრულებს.

2019 წლის შემოდგომაზე ლუდოვიკო ეინაუდიმ წარადგინა შვიდტომეული მუსიკალური პროექტის, „Seven Days Walking“-ის დასკვნითი ნაწილი. ბუნების, განწყობისა და ამინდის ეს საოცრად ლამაზი ესკიზები კომპოზიტორმა შვეიცარიის დათოვლილ მთებში სეირნობისას შექმნა.

ეინაუდი, ეჭვგარეშეა, ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, თუმცა წარმატება და აღიარება მისთვის იოლი არ ყოფილა. ბავშვობიდანვე მასზე მისი ოჯახის წევრების მიღწევების ტვირთი დომინირებდა: ლუდოვიკოს დედა პიანისტი იყო, ბაბუა დედის მხრიდან — კომპოზიტორი და იტალიური ოპერების დირიჟორი, მამა — ცნობილი წიგნის გამომცემელი, ხოლო ბაბუა მამის მხრიდან, ლუიჯი ეინაუდი — ომისშემდგომი იტალიის პირველი პრეზიდენტი.

ლუდოვიკო საკუთარ თავს კლასიკური მუსიკის სამყაროში ფართო აუდიტორიის გზამკვლევად მიიჩნევს. მის ალბომს „Elements“ (2015) წარმოუდგენელი კომერციული წარმატება ხვდა წილად — ბოლო 20 წლის განმავლობაში ის გახდა ერთადერთი კლასიკური ჩანაწერი, რომელიც ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მოხვდა. ეინაუდის საუნდტრეკებმა კი მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. დიდწილად სწორედ მისი სიცოცხლისმოყვარე მელოდიების დამსახურებაა, რომ ფრანგულმა კომედიამ „1+1“ (ხელშეუხებელნი) მილიონობით ადამიანის გული მოიგო მთელ მსოფლიოში. იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი 20-ზე მეტი ალბომის ავტორია. მასვე ეკუთვნის მუსიკა დარენ არონოფსკის ფილმისთვის „შავი გედი“, ასევე ფილმებისთვის „მე აქ ვარ“ და ქსავიე დოლანის „დედა“.

ეინაუდის მუსიკა სიმშვიდისა და დინჯი ცხოვრების მანიფესტია.

იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები მაისის ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და მშვიდ კონცერტზე!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • Petricor 
  • Fly  
  • Divenire 
  • Una mattina 
  • Due tramonti 
  • Experience 
  • Tu sei 
  • Le onde  
  • Nuvole Bianche 
  • Elements 
  • Oltremare 
  • Primavera 
  • Life 
  • Elegy for the Arctic 
  • Golden butterflies

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


20:00
ლუდოვიკო ეინაუდისადმი მიძღვნილი საღამო სანთლის შუქზე
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike