კონცერთი თბილისში
  • კლასიკური

ფრიდერიკ შოპენი სანთლის შუქზე

ფრიდერიკ შოპენი სანთლის შუქზე ფოტო
ALL DATES
55 — 75 ₾
მოვლენის შესახებ

19 აპრილს გეპატიჟებით განსაკუთრებულ კონცერტზე! ისიამოვნეთ ფრიდერიკ შოპენის უკვდავი შედევრებით ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში, სადაც თქვენს წინაშე ვირტუოზი პიანისტი — დავით ქეცბაია წარდგება.

არ გამოტოვოთ ეს იშვიათი შესაძლებლობა, ეზიაროთ ცნობილი ვალსების, ნოქტიურნების, ეტიუდებისა და ფანტაზიების ჯადოსნურ სამყაროს მრავალი სანთლით განათებულ, საიდუმლოებით მოცულ და რომანტიკულ გარემოში.

ფრიდერიკ შოპენის მუსიკა გამორჩეულია ემოციებისა და სულის მდგომარეობის გადმოცემის საოცარი ნიჭით. მასში ირეკლება გრძნობათა მთელი გამა — ნათელი სიხარულითა და ოცნებებით დაწყებული, ღრმა სევდითა და ტრაგიზმით დასრულებული. შოპენი ოსტატურად იყენებდა მუსიკალურ ელემენტებს სულის უნაზესი ნიუანსების გამოსახატად, რის გამოც მისი შემოქმედება დღემდე პოულობს გამოძახილს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მსმენელში. მისი მუსიკა დახვეწილი მელოდიურობით, ჰარმონიითა და ექსპრესიით ნამდვილად უნიკალური და დაუვიწყარია.

გამოიყენეთ შანსი და შეიძინეთ ბილეთები აპრილის ყველაზე ლამაზ, მშვიდ და მომჯადოებელ კონცერტზე დასასწრებად!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • Étude in C major 
  • Étude in E major 
  • Étude in Cis minore 
  • Revolutionary Étude 
  • Ballad No. 1 
  • Nocturne in E-flat major 
  • Nocturne in A-flat major 
  • Nocturne in C-sharp minor 
  • Waltz in D-flat major 
  • Waltz No. 7 
  • Preludes Op. 28 from no. 6 to no. 12 
  • Andante Spianato and Grand Polonaise Brillante

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


18:00
ფრიდერიკ შოპენი სანთლის შუქზე
55 — 75 ₾
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike