23 მაისს, 20:00 საათზე, შუაგულ თბილისში — საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაუვიწყარი კონცერტი გაიმართება. «Howl's Moving Castle», «Nausicaä of the Valley of Wind», «Spirited Away» და «My Neighbor Totoro» — თქვენ მოისმენთ მსოფლიო დონის ანიმეების მომაჯადოებელ საუნდტრეკებს, რომელთა ავტორიც უდიდესი თანამედროვე იაპონელი კომპოზიტორი ჯო ჰისაიშია. ჩაეშვით ფანტასტიკური მუსიკის სამყაროში თანამედროვე ორკესტრის, Mystery Ensemble-ის გულწრფელი და ყველაზე ფერადი შესრულებით სანთლის შუქის ფონზე, სიამოვნება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ჰისაიში ინტენსიურად მუშაობდა მუსიკაზე: ფილმების, ანიმეების, კომპიუტერული თამაშებისა თუ ტელევიზიისთვის. მან ასევე შექმნა მუსიკა 1998 წლის ნაგანოს პარალიმპიური თამაშებისთვის. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ტაკეში კიტანოს საკულტო ფილმებისა და, რა თქმა უნდა, ჰაიაო მიაძაკის ანიმეებისთვის შეიქმნა.
ჰისაიში და მიაძაკი ორი გენიალური შემოქმედის კავშირია. დანამდვილებით ვერასოდეს გაიგებთ: მიაძაკის ანიმეები გახდა გენიალური ჰისაიშის მუსიკის წყალობით, თუ პირიქით.
ასეთი დასამახსოვრებელი კონცერტი თქვენს მყუდრო გაზაფხულის საღამოს კიდევ უფრო გაალამაზებს!
ჯო ჰისაიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კომპოზიტორია. მან თავისი სადებიუტო ალბომი „Information“ 1982 წელს გამოუშვა. 1983 წელს ისაო ტაკაჰატამ ახალგაზრდა კომპოზიტორი ჰაიაო მიაძაკის წარუდგინა, რათა მას მანგასთვის — „Nausicaä of the Valley of Wind“ — მუსიკალური ალბომი შეექმნა. მიაძაკი იმდენად მოიხიბლა ჰისაიშის შემოქმედებით, რომ იგი თავად ანიმეს მუსიკის ავტორობაზეც მიიწვია. სწორედ „ნაუსიკააზე“ მუშაობამ მოუტანა კომპოზიტორს საყოველთაო აღიარება. მადლიერების ნიშნად, მან მიაძაკის ყველა მომდევნო ანიმესთვის დაწერა მუსიკა.
ჰისაიშიმ რეკორდული რაოდენობის (ოთხი) იაპონური კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. აქედან სამი პრიზი მას ტაკეში კიტანოს ფილმებმა მოუტანა: “Sonatine” (1993), “The Boys Are Back” (1996), და “Fireworks” (1997). მან ასევე შექმნა საუნდტრეკები კიტანოს ფილმებისთვის “Scenes by the Sea” (1992), “Kikujiro” (1999), “Brother of Yakuza” (2001), “Dolls” (2002) და “Yamato” (2005).
არ გამოტოვოთ შანსი, შეიძინოთ ბილეთები მაისს ყველაზე ლამაზ, მშვიდ და მომაჯადოებელ კონცერტზე!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- Joe Hisaishi — Summer (from Kikujiro)
- Joe Hisaishi — Kiki's Delivery Service (from Kiki's Delivery Service)
- Joe Hisaishi — Cat Bus (from My Neighbor Totoro)
- Joe Hisaishi — Tonari no Totoro (from My Neighbor Totoro)
- Joe Hisaishi — One Summer Day (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — The sixth station (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Itsumo Nando demo (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Hard work (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Howl (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Castle in the sky (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Sekai no Yakusoku (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Princess Mononoke (from Princess Mononoke)
- Joe Hisaishi — Ashitaka and San (from Princess Mononoke)
- Joe Hisaishi — Toki ni wa Mukashi (from Porco Rosso)
- Joe Hisaishi — Labyrinth of Eden
- Joe Hisaishi — Silencio de Parc Guell
- Joe Hisaishi — Hana - Bi
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას