მნიშვნელოვანია! მაქს რიხტერი კონცერტში მონაწილეობას არ იღებს.
შემოგვიერთდით ორ გამორჩეულ კომპოზიტორს — ანტონიო ვივალდისსა და მაქს რიხტერს — შორის გამართულ არაჩვეულებრივ მუსიკალურ დიალოგზე, რომელსაც Mystery Ensemble თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ სივრცეში, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში შეასრულებს.
ეს პროგრამა გვთავაზობს ახალ ხედვას საკულტო ციკლზე “წელიწადის დრონი” უამრავი სანთლის შუქზე. ერთიანი, სტანდარტული ვერსიის ნაცვლად, კონცერტი სეზონების გასაოცარ მოგზაურობაში გაგიძღვებათ, სადაც ვივალდის ცოცხალი ბაროკოს ორიგინალი და რიხტერის თანამედროვე ინტერპრეტაცია მონაცვლეობით ჟღერს. თითოეული ნაწილი იქცევა საუკუნეებს შორის დიალოგად — ტრადიციასა და ინოვაციას, ხელნაწერსა და კინემატოგრაფიულ ჟღერადობას შორის.
მაქს რიხტერმა, ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა კომპოზიტორმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა პროექტით „Recomposed: Vivaldi — The Four Seasons”, სადაც კლასიკური სიმებიანი საკრავები და ემბიენტ მინიმალიზმი ერთმანეთს ერწყმის. 2012 წელს, გამოსვლის შემდეგ, ალბომმა მუსიკალური ჩარტების მწვერვალები დაიპყრო და თანამედროვე კლასიკად იქცა.
რიხტერის ნათელ მუსიკალურ პეიზაჟებთან ერთად, ვივალდის მიერ ბუნების, სიცოცხლისა და დროის ოსტატური ასახვა კვლავაც უცვლელი ძალით ჟღერს — ეს არის ფერებით, შარმითა და სასიცოცხლო ენერგიით სავსე მუსიკალური კალენდარი.
ამ ერთსაათიანი კონცერტის განმავლობაში თქვენ გელით ორივე კომპოზიტორის ნაწარმოებების გააზრებული და ურთიერთშერწყმული სინთეზი, ასევე ბონუს კომპოზიციები რიხტერის სოლო ალბომებიდან და კინომუსიკიდან — რაც ერთობლივად ქმნის ღრმა და შთამბეჭდავი მოსმენის გამოცდილებას.
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- Max Richter — The New Four Seasons — Vivaldi Recomposed: Frühling
- Max Richter — The New Four Seasons — Vivaldi Recomposed: Sommer
- Max Richter — The New Four Seasons — Vivaldi Recomposed: Herbst
- Max Richter — The New Four Seasons — Vivaldi Recomposed: Winter
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას