კონცერთი თბილისში
  • მსოფლიო ჰიტები

სიმფონიური როკ ჰიტები სანთლის შუქზე. Mystery Ensemble

სიმფონიური როკ ჰიტები სანთლის შუქზე. Mystery Ensemble ფოტო
მოვლენის შესახებ

19 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის გულში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. მოემზადეთ დაუვიწყარი შემოდგომის საღამოსთვის, რომელიც სავსე იქნება ზღვა ემოციებით, ენერგიითა და უამრავი მოციმციმე სანთლის შუქით! იგრძენით ლეგენდარული როკ-ჯგუფების საკულტო მუსიკა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორკესტრი — Mystery Ensemble — განსაკუთრებული მუხტით, ვირტუოზულობითა და ვნებით შეასრულებს!

ამ შთამბეჭდავ პროგრამაში მოისმენთ Queen-ის, Muse-ის, Rammstein-ის, Metallica-ს, Nirvana-ს, Deep Purple-ის, Scorpions-ისა და AC/DC-ის ჰიტების გასაოცარ ვერსიებს.

წარმოიდგინეთ ფრედი მერკურისა და კურტ კობეინის ხმები, რომლებიც  ვიოლინოებისა და ჩელოების სიმებზე ცოცხლდებიან! 

მზად ხართ სეზონის ყველაზე მძაფრი მუსიკალური თავგადასავლისთვის და თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებებისთვის?

მაშინ შეიძინეთ ბილეთები ახლავე — ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამაა, რომლის მიმართ ინტერესი ყოველ ჯერზე იზრდება! სრული განტვირთვა და ახალი შთაგონება გარანტირებულია.

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • Queen — Don’t stop me now
  • Scorpions — Wind Of Change
  • Queen — Love of my life
  • Metallica — Wherever I May Roam
  • Metallica — Nothing Else Matters
  • Rammstein — Ohne dich + SONNE
  • Scorpions — Maybe I Maybe You
  • Muse — Mercy
  • Scorpions — Send Me An Angel
  • Deep Purple — Smoke on the water
  • Nirvana — Come As You Are
  • AC/DC — Highway to hall
  • AC/DC — Back in Black
  • Queen — We will rock you
  • Queen — Show must go on
  • Queen — We are the champions
  • Nirvana — Smells Like Teen Spirit

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


20:00
სიმფონიური როკ ჰიტები სანთლის შუქზე. Mystery Ensemble
30 — 100 ₾
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike