15 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ ადგილას — ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში — უნიკალური კონცერტი გაიმართება. გეპატიჟებით გენიალური კომპოზიტორისა და პიანისტის, სერგეი ვასილის ძე რახმანინოვის უკვდავი ნაწარმოებების მომასასმენად, მრავალი მოციმციმე სანთლის ფონზე.
სერგეი რახმანინოვმა თავის მუსიკაში ჩვენი ბუნების, კულტურისა და სულის ყველა საუკეთესო თვისება ასახა. ის იყო მე-20 საუკუნის უდიდესი პიანისტი, ბრწყინვალე დირიჟორი და კომპოზიტორი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების საგანძურის განუყოფელი ნაწილი გახდა.
რახმანინოვი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი კომპოზიტორია. მისი საფორტეპიანო კონცერტები, საგუნდო შედევრები, სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში სრულდება.
საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება რახმანინოვის, შოსტაკოვიჩისა და მუსორგსკის შედევრები, რომლებსაც ვირტუოზულად შეასრულებენ მევიოლინე კონსტანტინე გოცირიძე, ჩელისტი გიორგი ნადარეიშვილი და პიანისტი დავით ქეცბაია.
არ გაუშვათ შანსი, შეიძინოთ ბილეთები აგვისტოს ყველაზე მომჯადოებელ კონცერტზე!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- S. Rachmaninoff — Trio élégiaque
- S. Rachmaninoff — Prelude Op. 23 No. 5
- S.Rachmaninoff — Cello Sonata
- M. Mussorgsky — 7 Pieces for Piano
- D. Shostakovich — Trio No. 1
- S. Rachmaninoff — Vocalise
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას