კონცერთი თბილისში
  • ფილმის მუსიკა

ტიმ ბარტონის სამყარო სანთლების შუქზე. Mystery Ensemble

ტიმ ბარტონის სამყარო სანთლების შუქზე. Mystery Ensemble ფოტო
მოვლენის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტიმ ბარტონის ფანტასტიკურ სამყაროში! გიწვევთ სამოგზაუროდ იმ მუსიკის თანხლებით, რომელმაც ეს სამყარო დაუვიწყარი გახადა. 31 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ სივრცეში, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, უნიკალური კონცერტი გაიმართება.

ფილმის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ თვალისმომჭრელი საოცრებებიდან ანიმაციის „კოშმარი შობის წინ“ სადღესასწაულო მაგიამდე, „მაკრატელხელება ედვარდის“ სევდიანი ლირიზმიდან „ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ ექსცენტრიკულ ბრწყინვალებამდე — ეს კონცერტი სწორედ იმ მუსიკალურ სამყაროში გამოგზაურებთ, რომელმაც ბარტონის უნიკალური კინოესთეტიკა შექმნა.

ამ ყველაფრის ეპიცენტრში დენი ელფმანის, ბარტონის მუდმივი შემოქმედებითი პარტნიორისა და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოკომპოზიტორის მუსიკაა. ელფმანის შემოქმედებაში ერთმანეთს საოცრად ერწყმის მხიარულება და საფრთხე, სინაზე და სიდიადე, რაც ბარტონის ვიზუალური ფანტაზიის იდეალური ანარეკლია. მის შემოქმედებასთან ერთად, საღამოს დაამშვენებს დაუვიწყარი მომენტები ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა: „პატარძლის გვამი“, საკულტო „ბიტლჯუსი“, გოთიკური „ბეტმენი“ და მძაფრსიუჟეტიანი „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“.

ამ პრემიერაზე Mystery Ensemble ბარტონის სამყაროებს უნიკალური არანჟირებით გააცოცხლებს. გელით შთამბეჭდავი ვოკალი, თამამი ინსტრუმენტული ჟღერადობა და ატმოსფერო, რომელიც წამიერად იცვლება — მისტიკურიდან ჯადოსნურამდე, ინტიმურიდან კი ეპიკურისკენ.

კონცერტის იდუმალ მაგიას მუსიკოსების შესრულებისა და სივრცის არქიტექტურის მომაჯადოებელი სინთეზი შექმნის. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, შეიძინოთ ბილეთები ოქტომბრის ყველაზე ლამაზ კონცერტზე!

იგრძენით თავი ისე, თითქოს თავად ტიმ ბარტონის ფილმში აღმოჩნდით!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • The Batman Theme 
  • The Joker’s Poem 
  • Corpse Bride 
  • The Addams Family Theme
  • Wednesday Main Titles 
  • Jack’s Lament 
  • Ice Dance 
  • The Piano Duet 
  • Jenny’s Theme 
  • Johanna  
  • Mike Teavee 
  • Descent Into Mystery 
  • Remains Of The Day 
  • Love Theme 
  • Making Christmas 
  • Augustus Loop 
  • Birth Of a Penguin 
  • Proposal (Alice’s Theme)
  • What’s This? 
  • Edward Scissorhands 
  • Beetlejuice 
  • Alice’s Theme

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


20:00
ტიმ ბარტონის სამყარო სანთლების შუქზე. Mystery Ensemble
35 — 70 ₾
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike