8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქალაქის გულში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფანტასტიური მულტიმედია კონცერტი გაიმართება. «Howl's Moving Castle», «Nausicaä of the Valley of Wind», «Spirited Away» და «My Neighbor Totoro» — თქვენ მოისმენთ მსოფლიოში ცნობილი ანიმეების ჯადოსნურ საუნდტრეკებს, რომლებიც გენიალურ თანამედროვე იაპონელ კომპოზიტორს, ჯო ჰისაიშის ეკუთვნის. ჩაეშვით ჯადოსნური მუსიკის სამყაროში თანამედროვე ორკესტრის, Mystery Ensemble-ის გულწრფელი და ყველაზე ფერადი შესრულებით. სიამოვნება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჰისაიში აქტიურად მუშაობდა მუსიკის შექმნაზე ფილმებისთვის, ანიმეებისთვის, კომპიუტერული თამაშებისთვის, ტელევიზიისა და რეკლამისთვის. მან ასევე შექმნა მუსიკა ნაგანოში 1998 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის. ჰისაიშის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები არის ტაკეში კიტანოს საკულტო ფილმებისთვის და, რა თქმა უნდა, ჰაიაო მიაძაკის ანიმეებისთვის.
ჰისაიში და მიაძაკი თანაბრად ბრწყინვალე შემოქმედთა გაერთიანებაა. დანამდვილებით ვერასოდეს გაიგებთ: მიაძაკის ანიმე გახდა ბრწყინვალე ჰისაიშის მუსიკის წყალობით, თუ ჰისაიშის მუსიკა გახდა ბრწყინვალე მიაძაკის ანიმეს წყალობით.
ასეთი ლამაზი კონცერტი თქვენს მყუდრო შემოდგომის საღამოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის!
ჯო ჰისაიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონელი კომპოზიტორია. მან თავისი პირველი ალბომი «Information» 1982 წელს გამოუშვა. 1983 წელს ისაო ტაკაჰატამ ახალგაზრდა კომპოზიტორი ჰაიაო მიაძაკის გაუწია რეკომენდაცია, რათა დაეწერა თანმხლები ალბომი მანგასთვის “Nausicaä of the Valley of the Wind”. მიაძაკის იმდენად მოეწონა ჰისაიშის ნამუშევარი, რომ იგი მიიწვია ამავე ანიმეს მუსიკის დასაწერად. “ნაუსიკაზე” მუშაობამ ჰისაიშის დიდი აღიარება მოუტანა. მადლიერების ნიშნად, მან მიაძაკის ყველა შემდგომ ანიმეზე იმუშავა.
ჰისაიშიმ რეკორდული რაოდენობით (ოთხჯერ) აქვს მიღებული იაპონიის კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მათგან სამი არის ჯილდო ტაკეში კიტანოს ფილმების მუსიკისთვის: "სონატინი" (1993), "ბიჭები დაბრუნდნენ" (1996), “ჰანაბი”/ "ფეიერვერკი" (1997). მან ასევე შექმნა საუნდტრეკები კიტანოს ფილმებისთვის: Scenes by the Sea (1992), Kikujiro (1999), Brother of the Yakuza (2001), Dolls (2002) და Yamato (2005).
ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, შეიძინოთ ბილეთები ამ ნოემბრის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და დაუვიწყარ კონცერტზე!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- Joe Hisaishi — Summer (from Kikujiro)
- Joe Hisaishi — Kiki's Delivery Service (from Kiki's Delivery Service)
- Joe Hisaishi — Cat Bus (from My Neighbor Totoro)
- Joe Hisaishi — Tonari no Totoro (from My Neighbor Totoro)
- Joe Hisaishi — One Summer Day (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — The sixth station (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Itsumo Nando demo (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Hard work (from Spirited Away)
- Joe Hisaishi — Howl (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Castle in the sky (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Sekai no Yakusoku (from Howl’s Moving Castle)
- Joe Hisaishi — Princess Mononoke (from Princess Mononoke)
- Joe Hisaishi — Ashitaka and San (from Princess Mononoke)
- Joe Hisaishi — Toki ni wa Mukashi (from Porco Rosso)
- Joe Hisaishi — Labyrinth of Eden
- Joe Hisaishi — Silencio de Parc Guell
- Joe Hisaishi — Hana - Bi
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას