მნიშვნელოვანია! ლუდოვიკო ეინაუდი კონცერტში მონაწილეობას არ იღებს.
6 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქის გულში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. საღამოს პროგრამაშია მსოფლიოში ცნობილი იტალიელი ნეოკლასიკოსი კომპოზიტორის, ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკა, რომელსაც თანამედროვე ორკესტრი Mystery Ensemble მრავალი მოციმციმე სანთლის ფონზე შეასრულებს.
2019 წლის შემოდგომაზე ლუდოვიკო ეინაუდიმ წარადგინა შვიდტომიანი მუსიკალური პროექტის, „Seven Days Walking“-ის ფინალური ნაწილი. ბუნების, განწყობებისა და ამინდის ეს საოცრად ლამაზი ესკიზები კომპოზიტორმა შვეიცარიის თოვლიან მთებში სეირნობისას შექმნა.
ეინაუდი, ეჭვგარეშეა, ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია. თუმცა, წარმატება და აღიარება მისთვის იოლი მისაღწევი არ ყოფილა. ბავშვობიდანვე იტალიელს ოჯახის წევრების მიღწევები მძიმე ტვირთად აწვა: ლუდოვიკოს დედა პიანისტი იყო, ბაბუა დედის მხრიდან — კომპოზიტორი და იტალიური ოპერების დირიჟორი, მამა — ცნობილი წიგნის გამომცემელი, ხოლო ბაბუა მამის მხრიდან, ლუიჯი ეინაუდი — ომისშემდგომი იტალიის პირველი პრეზიდენტი.
ლუდოვიკო საკუთარ თავს კლასიკური მუსიკის სამყაროში ფართო აუდიტორიის გზამკვლევად მიიჩნევს. მის ალბომს „Elements“ (2015) წარმოუდგენელი კომერციული წარმატება ხვდა წილად — ბოლო 20 წლის განმავლობაში ის ერთადერთი კლასიკური ჩანაწერი გახდა, რომელიც ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მოხვდა. ეინაუდის საუნდტრეკებმა კი მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.
დიდწილად სწორედ მისი სიცოცხლით სავსე მელოდიების დამსახურებაა, რომ ფრანგულმა კომედიამ „1+1“ (ხელშეუხებელნი) მილიონობით ადამიანის გული მოიგო მთელ მსოფლიოში. იტალიელი კომპოზიტორი და პიანისტი 20-ზე მეტი ალბომის ავტორია. მასვე ეკუთვნის მუსიკა დარენ არონოფსკის ფილმისთვის „შავი გედი“, ასევე ფილმებისთვის „მე ჯერ კიდევ აქ ვარ“ და ქსავიე დოლანის „დედა“.
ეინაუდის მუსიკა სიმშვიდისა და დინჯი ცხოვრების მანიფესტია.
იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები ნოემბრის ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და მშვიდ კონცერტზე!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- Petricor
- Fly
- Divenire
- Una mattina
- Due tramonti
- Experience
- Tu sei
- Le onde
- Nuvole Bianche
- Elements
- Oltremare
- Primavera
- Life
- Elegy for the Arctic
- Golden butterflies
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას