31 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილის — Silk Factory Studio-ს სცენაზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. საღამოზე შესრულდება მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ჰანს ციმერის მუსიკა, წარმოდგენილი თანამედროვე ორკესტრის Mystery Ensemble-ის თვალწარმტაცი პერფორმანსით. სიამოვნება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.
ციმერი არის ჯეიმს ბონდის ფილმების, *Interstellar*, *Inception*, *Dune*, *Gladiator*, *კარიბის ზღვის მეკობრეების* და მრავალი სხვა ბლოკბასტერის საუნდტრეკის კომპოზიტორი.
ჰანს ზიმერი არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, გავლენიანი და კომერციულად წარმატებული კინოკომპოზიტორი. მან ღრმა გავლენა მოახდინა ჰოლივუდის კინოსა და მთლიანობაში პოპ კულტურის უახლეს ისტორიაზე. დაიბადა გერმანიაში ებრაულ ოჯახში, ბავშვობაში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მამის ადრეული დაკარგვის შემდეგ ჰანსმა ნუგეში მუსიკაში იპოვა.
ჰოლივუდში ჰანს ციმერს ხშირად „გერმანულ მანქანას“ უწოდებენ. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ის არასოდეს შენელებულა და არც ხარისხზე წასულა კომპრომისზე. თვალწარმტაცი, ინტენსიური სიმფონიური პასაჟებისა და ელექტრონიკის ოსტატმა ზიმერმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ კრისტოფერ ნოლანთან თანამშრომლობით, რომელიც მუშაობდა მის თითქმის ყველა ფილმზე.
ანსამბლის შესრულებისა და ატმოსფერული ადგილის მომხიბლავი კომბინაცია საღამოს დაუვიწყარს გახდის. იჩქარეთ იანვრის ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დამამშვიდებელი კონცერტის ბილეთების შეძენა!
კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.
- He’s a pirate
- Now we are free
- This land
- Mermaids
- Interstellar
- Madagascar
- Time
- Circle of life
- I see dead people in boats
- The battle
- Jack sparrow
- Chevaliers
- Can you feel the love tonight
- Davy Jones
- The medallion calls
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას