კონცერთი თბილისში
  • მსოფლიო ჰიტები
  • ფილმის მუსიკა

ბრიჯერტონები სანთლის შუქზე: პირველი ნაწილი

ბრიჯერტონები სანთლის შუქზე: პირველი ნაწილი ფოტო
მოვლენის შესახებ

მუსიკა. სკანდალი. სიმები.

31 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილის – Silk Factory Studio-ს სცენაზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. ჯადოსნური საღამო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მაღალი საზოგადოების დრამით არის შთაგონებული.

ჩაეშვით მეჯლისების, საიდუმლოებების და სიმებიანი კვარტეტების ბრწყინვალე სამყაროში „ბრიჯერტონებთან” ერთად. კონცერტი, რომელიც Netflix-ის პოპულარული სერიალის ორკესტრულ გულს გააცოცხლებს.

ცნობილი Mystery Ensemble-ის მიერ შესრულებული, მრავალი მოციმციმე სანთლის შუქზე, ეს ერთსაათიანი პროგრამა ხელახლა წარმოგვიდგენს საკულტო თანამედროვე ჰიტებს სიმებიანი ინსტრუმენტების მდიდრული არანჟირებით, ისევე, როგორც ეს მეიფერისა და გროსვენორის მოედნის სანთლებით განათებულ საღამოებზე ჟღერდა. ტეილორ სვიფტიდან და ბილი აილიშიდან არიანა გრანდემდე, Celeste-მდე და ბრუნო მარსამდე, კონცერტი თანამედროვე ჰიტების ერთობლიობას გვთავაზობს რეგენტის ეპოქის სტილის ელეგანტურობითა და დიდებულებით.

სერიალ „ბრიჯერტონების“ საუნდტრეკი ისეთივე საკულტო გახდა, როგორც მისი კოსტიუმები – ის სიმებიანი ინსტრუმენტების მდიდარ ენას იყენებს, რათა პოპ მუსიკა პრესტიჟულად წარმოაჩინოს. საღამოს პროგრამაში შედის ყველაზე საყვარელი ნაწარმოებები პირველი ორი სეზონიდან. იჩქარეთ, ბილეთების შეძენა ოქტომბრის ყველაზე ლამაზ კონცერტზე!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარშია – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

პროგრამა +
  • Wrecking Ball – Miley Cyrus
  • Thank U, Next – Ariana Grande
  • Material Girl – Madonna
  • Dancing On My Own – Robyn
  • Wildest Dreams – Taylor Swift
  • Strange – Celeste
  • Bad Guy – Billie Eilish
  • Sign of the Times – Harry Styles
  • What About Us – P!nk
  • Yellow – Coldplay
  • Love Yourself – Sufjan Stevens
  • How Deep Is Your Love – Calvin Harris & Disciples
  • Just the Way You Are – Bruno Mars
  • You Belong With Me – Taylor Swift

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას


20:00
ბრიჯერტონები სანთლის შუქზე: პირველი ნაწილი
54 — 73 ₾
Partners
  • Yes. Batumi
  • Afisha Batumi
  • Yolo
  • Silk
  • Vakhtang
  • Tkt
  • Pike