მისამართი
თბილისი, 36 მერაბ კოსტავას ქუჩა
ადგილის შესახებ
კინოთეატრი ამირანი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, 1999 წელს გაიხსნა და გახდა პირველი კინოთეატრი, რომელიც იმ დროისთვის მაყურებელს სთავაზობდა ფილმებს 3D ფორმატში. ბოლო დრომდე მას 520 ადამიანზე ტევადობის 2 კომფორტული დარბაზი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ აშენდა მესამე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დარბაზი. დღეს კინოთეატრში შეგიძლიათ ნახოთ უახლესი მსოფლიო კინო, ასევე მულტიმედიური კონცერტები. ამასთან, აქ საინტერესო და ხარისხიანი დასვენების გატარება არამარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც შეუძლიათ.