მისამართი
თბილისი, გრიბოედოვის ქ., 8-10
ადგილის შესახებ
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკალური ცხოვრების ცენტრია საქართველოში.
კონსერვატორიის კედლებში იმართება მუსიკალური ფესტივალები, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები, მასტერკლასები, კონცერტები და სტუდენტური საოპერო სპექტაკლები კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. იგი დაარსდა 1917 წლის 1 მაისს, ქალაქში 1883 წელს დაარსებული მუსიკალური სკოლის ბაზაზე.